fbpx
10:44 | 2020-03-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთი 80 წელს გადაცილებულია

ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთი 80 წელს გადაცილებულია

ინფექციურ საავადმყოფოში 40-დან 31 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამის მდგომარეობა პრობლემურია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.

 

„გარკვეულწილად რისკის ქვეშ იმყოფება სამი პაციენტი. ერთის ასაკი 80 წელზე მეტია, მას აქვს თანმხლები დაავადება, მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით.

 

ასეთ შემთხვევაში, შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს ნებისმიერ დროს და პროგნოზი არაკეთილსაიმედო გახდეს.

 

რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთს ჰიპერტონული დაავადება აქვს, ამიტომ შესაძლოა დაავდების პროგრესირება და ნებისმიერ დროს გართულება.

 

ამ ეტაპზე, მესამე მძიმე პაციენტის ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად მაჩვენებელი გაუარესებული იყო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება“, – აცხადებს ეზუგბაია.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირთა რაოდენობა 40-ა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X