10:25 | 2020-06-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა და 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი – კორონავირუსის ბოლო მონაცემები

ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა და 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი – კორონავირუსის ბოლო მონაცემები

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 -ით გაიზარდა და 810 გახდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა და 683 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები