fbpx
13:18 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

ინფიცირებამდე ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით, ნერგები დავრგეთ – თენგიზ ცერცვაძის მეუღლე

ინფიცირებამდე ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით, ნერგები დავრგეთ – თენგიზ ცერცვაძის მეუღლე

ინფიცირებამდე ორი დღით ადრე ინფექციური საავამდმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდა, სადაც ქართულ-იტალიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ნერგებიც დარგო.

 

„თავიდან თენგიზს ეგონა, რომ გაციებული იყო. სანამ კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით. ქართულ-იტალიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის“ ბაღის მოწყობის მიზნით ნერგები დავრგეთ.

 

ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ
2020-03-13ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

 

ძალიან შეგვცივდა, რადგან იქიდან ღია ელექტრომობილით წამოვედით. თენგიზმა მითხრა – დღეს ნამდვილად ვერ გადავურჩები გაციებასო. მეორე დილით ხმა დაკარგული ჰქონდა. ვურჩიე, რომ აუცილებლად გაეკეთებინა კოვიდზე ტესტი, თუმცა თავად ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გაცივდა. სამწუხაროდ, ტესტმა დადებითი აჩვენა, მე თავიდან არანაირი სიმპტომი არ მქონია. მეორე დღეს ტესტი გავიკეთე და როგორც მოსალოდნელი იყო, მეც კოვიდდადებითი აღვმოვჩნდი“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძის მეუღლე ანი თოფურია.

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობისბ გაუარესების გამო, 19 ნოემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. სახლში აგრძელებს მკურნალობას მისი მეუღლე, ანი თოფურია.

 

როგორია ამჟამად თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ნახეთ აქ. 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X