12:31 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ინფექციურში მოთავსებული ორი თვის ბავშვის ანალიზის პასუხი ცნობილია

ინფექციურში მოთავსებული ორი თვის ბავშვის ანალიზის პასუხი ცნობილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადაყვანილ ორი თვის ბავშვს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ბავშვის ისტორია და კლინიკური ნიშნები ეჭვის საფუძველს იძლეოდა.

 

„ბავშვი თურქეთის მოქალაქეა, აქვს მოგზაურობის ისტორია. დედის მონათხრობით, მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა ხველა. ამიტომ აუცილებელი იყო მისი გადაყვანა და შესაბამისი ანალიზი. პასუხი უარყოფითია,“- განაცხადა კაპანაძემ.

 

შეგახსენებთ, ორი თვის ჩვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ექიმებმა ეჭვი ახალკორონავირუსზე მიიტანეს.

 

სამი შესაძლო შემთხვევიდან, რომელიც გუშინ კახეთში დაფიქსირდა, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი, არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

 

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

                                                                   ავტორი:ხათუნა გულიაშვილი
ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X