14:29 | 2020-03-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ინფექციური საავადმყოფოს 17 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს 17 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17 პაციენტს, რომელთაგან შვიდი რამდენიმე დღის წინ იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

 

„ვისაც ტემპერატურა აქვს, დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები კი გადავლენ თვითიზლაციასა და კარანტინში. დღეს შემოყვანილია ოთხი ახალი პაციენტი, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ. ჩაუტარდებათ ტესტები“, – განაცხადა ენდელაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +