fbpx
19:54 | 2020-03-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი გაწერეს

ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი გაწერეს

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე წერს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„ვულოცავ N1პაციენტს გამოჯანმრთელებას. ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვა. ინტერვიუებზე და ტელევიზიებზე უარი თქვა… პაციენტებს გამოჯანმრთელება უსურვა, ექიმებს კი, მადლობა გადაუხადა…“- წერს გიორგი ბერიძე.

 

გამოჯანმრთელებული ის პირია, რომელიც 26 თებერვალს ირანიდან შემოვიდა ინფიცირებული. გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩენა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბაზაში აისახა. საქართველოს გრაფაში მითითებულია, რომ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X