10:46 | 2020-04-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კრიტიკული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კრიტიკული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა გაუმჯობესდა

„13 ახალი პაციენტიდან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში და დანარჩენი ხუთი თბილისში. აქედან ორი პაციენტი არის ჩვენთან“,- ამის შესახებ ინეფქციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ინფექციურში მყოფი პაციენტებიდან მხოლოდ ორია ისეთი, ვიცი პირველწყაროც უცნობია.

 

„როგორც იცით, ჩვენ გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთა შორის ორი დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

ორი რჩება მძიმე პნევმონიით, მაგრამ მათი მდგომარეობაც უმჯობესდება და იმედი გვაქვს მათაც მალე გადავიყვანთ ჩვეულებრივ განყოფილებაში.

 

ჩვენთან მყოფი პაციენტების წყაროები ცნობილია, უცნობი პირველწყარო არის მხოლოდ ორი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

გარდაცვლილია 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული 46.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები