22:02 | 2020-07-22 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ინფარქტი არ მიუღია, თუმცა…“ – ბაჩალიაშვილების ოჯახში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

„ინფარქტი არ მიუღია, თუმცა…“ – ბაჩალიაშვილების ოჯახში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა ინფარქტი მიიღო.

 

ინფორმაცია “პრაიმტაიმმა” ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატთან, მიშა რამიშვილთან გადაამოწმა.

 

“ახლა ვესაუბრე ოჯახს. ინფარქტი არ მიუღია, უბრალოდ თამარის დედა გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს სასწრაფო და მას ნემსები გაუკეთეს” – განგვიცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, 4 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი, თეთრიწყაროს რაიონში იპოვეს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X