15:22 | 2020-12-18 ავტორი: Prime Time

ინდონეზიასთან ახლოს, კაცს სამმეტრიანი ხვლიკი დაესხა თავს

ინდონეზიასთან ახლოს, კაცს სამმეტრიანი ხვლიკი დაესხა თავს

ინდონეზიასთან ახლოს, კუნძულ რინკაზე კომოდოს ვარანი კაცს თავსდაესხა. ინფორმაციას ბრიტანული პრესა, გაზეთი – Mirror ავრცელებს.

 

ელიას აგასს კუნძულზე არსებულ „იურული პერიოდის პარკში“ მუშაობისას, ცივისხლიანმა სხეულის ნაწილი მოაგლიჯა და დაასახიჩრა. ცხოველის 46 წლის მსხვერპლმა, თავად შეძლო და უახლოეს კლინიკამდე კატერით მივიდა.

 

ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. 2017 წლის ნოებერში, კომოდოს ვარანი პარკის სხვა თანამშრომელს საპირფარეშოსთან მიეპარა, მანამდე კი, მაისში, ტურისტი, რომელსაც ფულის დაზოგვის მიზნით პარკის გიდის მომსახურებით არ უსარგებლია, ქვეწარმავლისთვის ფოტოს გადასაღებისას, ცხოველის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. საბედნიეროდ, საჭირო დახმარების დროულად აღმოჩენის გამო, იგი სიკვდილს გადარჩა.

 

სპეციალურ შეზღუდვასთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობდა, თუმცა პარკის ადმინისტრაციამ ქვეწარმავლის ნახვის აკრძალვის ნაცვლად, მის მოსანახულებლად საყიდელი ბილეთის ღირებულება გაზარდა.

 

 

კომოდოს ვარანი სამ მეტრამდე სიგრძის ხვლიკის ჯიშის ქვეწარმავალია. მისი წონა 70-დან 140 კილოგრამამდე აღწევს და იგი თავისი სისწრაფითა და სიძლიერით მსოფლიოში სახელგანთქმულია.

 

ამ დროისთვის, პლანეტაზე 5 700-მდე კომოდოს ვარანია დარჩენილი, პარკი კი, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია, 1000-მდე კომოდოს ვარნის სახლადაა გადაქცეული.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time


X