10:40 | 2020-03-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ინდოეთში გოგონას გაუპატიურებისთვის 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ინდოეთში გოგონას გაუპატიურებისთვის 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. მსაჯვრდებულებმა 2012 წელს ავტობუსში გააუპატიურეს და სასტიკად მოკლეს ახალგაზრდა ქალი. ეს ინდოეთში 2015 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯის პირველი აღსრულებაა.

 

2012 წლის 16 დეკემბერს, გოგონა და მისი შეყვარებული ბიჭი კინოთეატრიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ. მათ თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ბიჭმა მამაკაცების ჯგუფს შენიშვნა მისცა, რომლებიც მის შეყვარებულ გოგონას დასცინოდნენ. პოლიციის ცნობით, გოგოს დაახლოებით საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ის და მისი შეყვარებულიც რკინის ჯოხებით სცემეს და შემდეგ მოძრავი ატობუსიდან გადააგდეს. გოგონა ძალადობის შემდეგ რამდენიმე საათში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

 

ინდოეთის კანონიების მიხედვით მსხვერპლი სახელი უცნობია. პროცესის დროს მას ნირბჰაია დაარქვეს რაც ქართულად „უშიშარს“ ნიშნავს.

 

პოლიციამ ექვსივე ბრალდებული დააკავა. ერთ-ერთმა მათგანმა 2013 წელს ციხეში მოიკლა თავი, ხოლო მეორე დაკავების დროს 17 წლის იყო და მან 2015 წელს დატოვა საპატიმრო.

 

სიკვდილით დასჯის პროცესს ციხესთან ასობით ადამიანი ელოდა. აღსრულების შემდეგ გაისმა მხურვალე აპლოდისმენტები და ადამიანები აცხადებდნენ, რომ „სამართალი აღდგა“. ამ შემთხვევამ ინდოეთში მოძალადეების მიმართ კანონი სამუდამოდ გაამკაცრა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X