
დასავლეთ ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში, პარასკევს 10 ახალშობილი ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარი ხანძრის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN იუწყება.
ცეცხლი ადგილობრივი კლინიკის შენობის დაავადებულ ახალშობილთა ზრუნვის განყოფილების ნაწილში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეხანძრეებმა სხვა 7 ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
მაჰარაშტრას ჯანდაცვის მინისტრის – რაჯეშ ტოპის ცნობით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გააჩინა. მან აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფო ყველა დაზარალებულ ოჯახს კომპენსაციის სახით, ხუთასი ათას ინდურ რუპიას (6,813$) გადაუხდის. ასევე, გარდაცვლილთა დაკრძალვისა და მათი ოჯახებისათვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის თანხებსაც აანაზღაურებს.
„გამოძიება მიმდინარეობს. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, შეწყალებული არ იქნება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი ინციდენტები ამის შემდეგ აღარასდროს მოხდება“ – განაცხადა რაჯეშ ტროპმა.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, პრეზინდეტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, Twitter-ის საშუალებით მწუხარება გამოთქვეს და დაზარალებულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.