21:32 | 2021-07-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ინდოეთს „შავი სოკო“ უტევს – დაავადება, რომელიც Covid-19-ის შემდეგ ვითარდება

ინდოეთს „შავი სოკო“ უტევს – დაავადება, რომელიც Covid-19-ის შემდეგ ვითარდება

მუკორმიკოზი“ – იგივე „შავი სოკო“ დაავადებაა, რომელიც პაციენტებს ძირითადად კოვიდისგან გამოჯანმრთელებიდან 12-18 დღეში ემართებათ. ამ დაავადებით ინდოეთში უკვე 45 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 4 300 კი გარდაცვლილი.

 


ექიმები ამბობენ, რომ სოკო დაკავშირებულია იმ სტეროიდული ჯგუფის პრეპარატებთან, რომელსაც პაციენტები კოვიდის საწინააღმდეგოდ იღებდნენ. რისკის ქვეშ, ყველაზე მეტად დიაბეტის მქონე ადამიანები არინა.

 

ინფექცია მთავარ ზიანს ცხვირს, თვალებსა და ზოგ შემთხვევაში ტვინსაც აყენებს.

 

ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ერთადერთი ეფექტური საშუალება სოკოს საწინააღმდეგო აცრა.

 

ინდოეთში „შავმა სოკომ“ ყველაზე დიდი ზიანი მაჰარაშტრასა და გუჯარატას მიაყენა, სადაც მუკორმიკოზისგან 1 785 ადამიანი გარდაიცვალა.

 

„ამ დაავადებისგან პაციენტები ძირითადად რამდენიმე კვირაში ან თვეში კვდებიან, ჩვენი რესურსებით ამის აღრიცხვა ძალიან რთულია“, – განაცხადა ინდოეთის ერთ-ერთმა ექიმმა, რაგურაჯ ჰეჯდიმ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!