00:30 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ინდოელმა პოლიციელებმა კორონავირუსის „ფორმა“ ჩაიცვეს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

ინდოელმა პოლიციელებმა კორონავირუსის „ფორმა“ ჩაიცვეს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

ინდოეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ჩენაიში პოლიციელებმა კოვიდ-19-ის მსგავსი მუზარადების ტარება დაიწყეს, რათა ამით ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ სახლში დარჩნენ.

 

როგორც გამოცემა ANI წერს, მუზარადები ადგილობრივმა მხატვარმა გაუტამამ შექმნა. ის ამბობს, რომ საზოგადოება ეპიდემიას სერიოზულად არ აღიქვამს და პოლიციელებს 24 საათის განმავლობაში უწევთ საზოგადოებას აუხსნან არსებული პირობები. პოლიციელები ამბობენ, რომ კორონავირუსის მუზარადები მუშაობს განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებიც სთხოვენ მშობლებს, რომ სახლში წავიდნენ, რადგან ვირუსის მოლეკულური ფორმა მათ აშინებთ.

 

 

 

ცნობისთვის, ინდოეთში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ხელისუფლებას ძალიან უჭირს მოსახლეობის შეკავება.

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს - ინდოეთში მცხოვრები ქართველი
2020-03-26პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს - ინდოეთში მცხოვრები ქართველი

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X