„დრაკონის სახლის“ ახალი სეზონის პრემიერა გაიმართა

„დრაკონის სახლის“ ახალი სეზონის პრემიერა გაიმართა

ლონდონში HBO-ს სერიალის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. შოუს ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და შეკრებილ ფანებთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

მათ შორის იყვნენ: მეტ სმიტი, ​ემა დ'არსი, ​ოლივია კუკი, ფაბიენ ფრანკელი, ტომ გლინ-კარნი, იუან მიტჩელი და სხვები ახალი სეზონის პრემიერა 2026 წლის 21 ივნისს არის დაგეგმილი. ის 8 ეპიზოდისგან შედგება.

სერიალის შემქმნელებმა მანამდე განაცხადეს, რომ ეკრანებზე „დრაკონის სახლის“ მეოთხე სეზონიც გამოვა, რომელიც ფინალური იქნება.