1749577630
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში შვეიცარია 29:5 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.
4-4 გოლით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბომბარდირები ახვლედიანი, დადვანი და მაგრაქველიძე გახდნენ
საქართველო: რაზმაძე, გვეტაძე – ახვლედიანი (4), დადვანი (4), შუშიაშვილი (3), ტყეშელაშვილი (1), ვასიჩი (2), ადეიშვილი (3), მესხი, ჩიქოვანი (2), იმნაიშვილი (2), მაგრაქველიძე (4), პიეშივაცი (2), ვლჰოვიჩი (1).
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელის ნაკრებმა ბულგარეთი 16:9 დაამარცხა და საქართველოსთნ ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ქართველი წყალბურთელები 11 ივნისს ისრაელს შეხვდებიან, შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე 17:00 საათზე დაიწყება.