ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ძიუდო

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფინალში, 3:3-ზე, კენჭისყრის შემდეგ, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება გიორგი ტერაშვილს (73 კგ) მოუწია, რომელმაც მეტოქე იპონით დაამარცხა და საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპოოიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი ქვარცხაცა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ)