გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
ხობში, სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ინციდენტის დროს, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
შეჯახების შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში.
„ავტომობილის მძღოლი დაახლოებით 26 წლის იქნება, ხელოვნურ კომაში იმყოფება. თავის და სახის ტრავმით, თუმცა გარემოებიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - გვითხრა ინფორმირებულმა წყარომ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.