შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, სუნდუკიანის, თამაზ გამყრელიძის, ქურდიანის, რომის, წინამძღვრიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, ლეო და ნოდარ გაბუნიების, პაატა დათუაშვილის, ავთო ვარაზის, დანელიას, უჩა ჯაფარიძის, კაპანელის, ალექსანდრე ბანძელაძის, კობარეთის, ინტენსიფიკაციის, ანდრო ჭილაიას, მელიტონ ქანთარიას, ხომლის, თევდორე მხატვრის და ლევან ასათიანის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.