„რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში შემოსული ადამიანი მკვლელი იყო…“ - რას ჰყვება მოკლული 28 წლის მასწავლებლის დედა

28 წლის მასწავლებელი

ახალგაზრდა მასწავლებლის, 28 წლის გიგა ავალიანის, მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მოსწავლე დააკავა. უწყების ცნობით, 2008 წელს დაბადებული 17 წლის ა.გ. დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით.

მომხდარის დეტალებზე მოკლული ბიჭის დედა საუბრობს.

„როდესაც პოლიცია ჩემთან მოვიდა და მოსწავლეების სახელი და გვარები მთხოვა კინაღამ გავგიჟდი. მე ვუთხარი, რას ამბობთ, რა მოსწავლეები. თქვენ შეიძლება ეს საქმე საერთოდ ვერ გამოიძიოთ. მე ეს ხალხი მიდგას გვერდით მეთქი, როცა სისხლი დაგვჭირდა უწყვეტ ნაკადად, ბილიკი იყო გაკეთებული. ის ორი დღე სულ ჩვენი მშობლები და მოსწავლეები, მასწავლებლები მოდიოდნენ. ამიტომ მე არ მივეცი არც ერთი მოსწავლის სახელი და გვარი. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში შემოსული ადამიანი მკვლელი იყო...“, - ამბობს მოკლული 28 წლის მასწავლებლის დედა.