ქუთაისში, მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და დაიღუპა

პოლიცია ლენტა

ქუთაისში, მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.

„საშინელი ტრაგედია მოხდა, ფასადის რეაბილიტაციაზე მუშაობდა კაცი და მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა", - განუცხადა სააგენტოს თვითმხილველმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.