„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
ქუთაისი - კვების ობიექტი "ფუდ გალერი". ეს არის ადგილი, სადაც ე.წ. დიეტური კვება მზადდება და მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით ეგზავნებათ. სწორედ მათი მენიუს ათობით მომხმარებელი მოიწამლა პარალელურად რამდენიმე ქალაქში.
ობიექტი პასუხისმგებლობას არ გაურბის და აცხადებს, რომ დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს.
მასობრივი ინტოქსიკაციის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტზე არაგეგმიური კონტროლი განახორციელა. ლაბორატორიული კვლევისთვის გადაიგზავნა როგორც მზა კერძები, ასევე დასაწყობებული პროდუქტები. სამზარეულოს შემოწმებისას კი აღმოაჩინეს კრიტიკული შეუსაბამობები - "ფუდ გალერის", დროებით, საქმიანობის უფლება შეუჩერდა და ობიექტი დაჯარიმდა.
მარნეული - საკონდიტრო "ოვენი" - აქ რამდენიმე დღის წინ სადღესასწაულო ტორტი შეიძინეს. მალევე, კვებითი ინტოქსიკაციის მძიმე სიმპტომებით, ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ბავშვები, ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
გაჩნდა ეჭვი, რომ მოწამვლა საკონდიტრო ნაწარმმა გამოიწვია. ამიტომ საკონდიტროში არაგეგმიურ კონტროლზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები შევიდნენ.
ვადაგასული პროდუქციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობების მიუხედავად, საკონდიტროს ხელმძღვანელი გამორიცხავს, რომ "ოვენის" პროდუქტით ვინმე მოწამლულიყო.
ზაფხულის სეზონისა და ცხელი ამინდების მოახლოებასთან ერთად, მალფუჭებადი პროდუქტებით ინტოქსიკაციის რისკი იზრდება, ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.
გარდა ჰიგიენის დაცვისა, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ მალფუჭებადი რისკპროდუქტები, რომელთა ჩამონათვალშიც არის ხორცპროდუქტები, ზღვის პროდუქტები, რძის პროდუქტები და შებოლილი პროდუქტები, ხოლო მზა კერძებიდან - მაიონეზიანი, ნიგვზიანი, გახსნილი კონსერვები და კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში, 0-დან მაქსიმუმ 5 გრადუსამდე.
საკვებისთვის საშიშ ტემპერატურად მიიჩნევა 5-დან 60 გრადუსამდე გარემო, რა დროსაც ბაქტერიები მრავლდება. შეფუთულ სურსათს ვადა მითითებული აქვს ეტიკეტზე, მზა კერძები კი მაცივარში 24-დან არაუმეტეს 72 საათისა ინახება.