VIDEO: „უარი როგორ გითხრაო და უმღერა სალოს...“ - გიორგი გაბუნია ლაშა ბასლანძის კადრებს აქვეყნებს
1762113042
ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუამ, რომელიც მუდამ ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჯანსაღი ცხიმები აუცილებელია ჰორმონებისთვის, დანაყრებისთვის და მეტაბოლიზმისთვის:
„ჯანსაღი ცხიმი არ გასუქებთ, შაქარი და ანთებითი პროცესები კი. ბევრს ჰგონია, რომ „უცხიმო“ პროდუქტები ჯანმრთელობისთვის კარგია. შედეგი? სიმსუქნე ან ზედმეტი წონა. როცა საკვებს ცხიმს აცლიან, გემოს შესანარჩუნებლად მას ნახშირწყლებით ტვირთავენ.
1. ჯანსაღი ცხიმები (ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილეული, თევზი) აუცილებელია ჰორმონებისთვის, დანაყრებისთვის და მეტაბოლიზმისთვის - ისინი გავლენას ახდენს ცხიმოვან ცვლაზე.
2. რაფინირებული თესლის ზეთები (სიმინდის, სოიოს) და შაქარი პროვოცირებას უწევს ქრონიკულ ანთებას - სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის ერთ-ერთ ფარულ მიზეზს. ჩემი რჩევა: „უცხიმო“ იოგურტი და რაფინირებული ზეთები არ იყიდოთ. რაციონში დაამატეთ ომეგა-3, კურკუმა და ჯინჯერი (კოჭა) - ანთებითი პროცესების „დასალაგებლად“. როგორც კი ამ გამოწვევას მართვა შეძლებთ, სხეული შეწყვეტს ზედმეტი ცხიმის აკუმულირებას“, - წერს ნატა გაგუა.