ინფექციონისტი, პროფესორი ნუგზარ მაღლაკელიძე გარდაიცვალა

ნუგზარ მაღლაკელიძე

ექიმი ინფექციონისტი, პროფესორი ნუგზარ მაღლაკელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს.

„თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციონისტის, პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო.

პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის სახელი ღირსეულ ადგილს იკავებს ქართული მედიცინის ისტორიაში. მისი მრავალწლიანი პროფესიული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, სამუდამოდ დარჩება კოლეგების, სტუდენტებისა და პაციენტების მეხსიერებაში.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.
კლინიკის დამფუძნებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანი პერსონალის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის მიმართ კლინიკის განვითარებასა და პროფესიული საქმიანობის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის!“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.