„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი, ჟურნალ„სარკესთან“ ემოციურად საუბრობს ძმასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე და იმ მძიმე ტკივილზე, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
როგორც მაიკო ონაშვილი იხსენებს, მათ შორის განსაკუთრებული სიყვარული და სიახლოვე ბავშვობიდანვე არსებობდა.
„მამუკა ჩემ მიმართ ბავშვობიდანვე ძალიან შეყვარებული ძმა იყო. ერთი კანფეტი რომ ჰქონოდა, იმასაც მე მომცემდა. ასეთი სიყვარული ბოლომდე გამოგვყვა,“- ამბობს ის.
მისივე თქმით, ისინი ოჯახში სიყვარულსა და სითბოში იზრდებოდნენ და მშობლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობდნენ.
- ალბათ მოფერებით მეტსახელებსაც გეძახდათ.
- კი, უამრავ სახელს. ხუმრობით კუკურისაც კი მეძახდა. მეც, მამუკასაც და მთელ ჩვენს ოჯახს ცხოველები ძალიან გვიყვარს. მამუკა ცხოველებზე გიჟდებოდა. პანდემია რომ იყო, აგარაკზე ბევრი უპატრონო ცხოველი შევიფარეთ.
ერთ ამბავს მოგიყვებით: მამუკას ორმოცი არ იყო გასული, სახლში ვიყავით და დედას ვუთხარი, ახლა პატარა კნუტი რომ გვყავდეს, გულს გადავაყოლებდით-მეთქი. თუ დამიჯერებთ, ზუსტად 10 წუთში ჩვენი სახლის ღია ფანჯრიდან შემომესმა კნუტის ტირილი. გავიხედე და დავინახე მიტოვებული კნუტი, რომელიც საცოდავად კნაოდა. სახლში შემოვიყვანე და კუკური დავარქვი. დარწმუნებული ვარ, ეს არის მამუკას გამოგზავნიილი კნუტი, რომელსაც ჰქვია კუკური…
სულ ვხუმრობდით. დილით მოვიდუღებდით ყავას, დავსხდებოდით და ვსაუბრობდით. ძალიან მაკლია…
მომღერლის და განსაკუთრებული ემოციით იხსენებს 2022 წლის 1 აგვისტოსაც - დღეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 55 წლის მამუკა ონაშვილი მძიმე ავტოავარიაში მოყვა.
„დილით მეგობარი მოვიდა და მითხრა, მამუკა ავარიაში მოყვა, მაგრამ ცოცხალიაო. მანუგეშა, რომ გადარჩებოდა, თუმცა საავადმყოფოში რომ მივედი...“- იხსენებს მაიკო ონაშვილი.