25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

policiis lenti

ზუგდიდში მცხოვრებ 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კუხეშის ტერიტორიაზე (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ტაქსით მივიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი სოფელ საჩინოში, ინწირას სანაპიროზე იპოვეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ზუგდიდში გადმოასვენეს.