თელავში დაკარგული 71 წლის ზაურ ჯავახიშვილი უვნებელი იპოვეს

ზაურ ჯავახიშვილი

თელავში დაკარგული 71 წლის ზაურ ჯავახიშვილი უვნებელი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ მეუღლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაცის ადგილსამყოფელი მას შემდეგ გაიგეს, რაც თბილისიდან უცნობმა ქალმა დარეკა, რომ სავარაუდოდ ზაურ ჯავახიშვილი დაინახა.

მათივე ცნობით, ზაურის განცხადებით ის ამ დროის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა.