1780955048
რუსთავის N31 საბავშვო ბაღში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში N31 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.
ბაღის ტერიტორიაზე დარგვითი სამუშაოები აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და ჯამში 500 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახის ხე-მცენარე დაირგვება.
რეკრეაციული სივრცეების მოწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა ბავშვებისთვის უფრო კომფორტული, ჯანსაღი და ეკოლოგიურად გამართული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
450 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობა და მოეწყო უსაფრთხო, კომფორტული და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა.
გამწვანების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელიმა დირექტორმა გიორგი შონიამ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.











