ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცნობილი ქართველი მოჭიდავის, გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის მიმდინარეობს

ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცნობილი ქართველი მოჭიდავის, გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.

ამბროლაურის საჭიდაო დარბაზში  მიმდინარე ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე, მოადგილე თამარ ქევანაშვილი და ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე ესწრებოდნენ.

ორდღიან ტურნირზე საქართველოს 13 ქალაქიდან 139 სპორტსმენი მონაწილეობს.

ხვალ, 8 ივნისს გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ღონისძიება იმართება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ჭიდაობის კლუბ “ფალავანის” ინიციატივით.