1780955048
„შედეგს სამ კვირაში ნახავ... - არუნ ხათრის სასარგებლო რჩევა
არუნ ხათრი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ჯანსაღ კბილებს ეხება.
„რა უნდა გავაკეთოთ თუ ღრძილებიდან სისხლი მოდის და არაჯანსაღია. ერთი ჩაის კოვზის მეოთხედი კურკუმა შეურიეთ ზეითუნის ზეთში და ცოტა მარილი დაუმატეთ.
გააკეთე მალამოსავით. ყოველდღე ნელ-ნელა ღრძილები დაიმასაჟე. შემდეგ თბილი წყლით დაიბანე და სამ კვირაში ნახავ, კბილები უფრო თეთრი გახდება. ასევე ღრძილებიც მეტად გაჯანსაღდება“, -ამბობს არუნ ხათრი.











