როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
„ჩვენს ანგარიშში ციტირებულია ერთი შემთხვევა. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩენილი ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას. მას ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლა, როცა თქვა, რომ დაინახა მკვლელი, რომელიც მის მოსაკლავად გააგზავნეს. ეს მკვლელი დმანისიდანაა და არის საქართველო მოქალაქე“. ეს ასევე საქართველოს მოქალაქის, “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის სიტყვებია. ამჯერად, მკვლევრის სტატუსით ის აშშ-ში, “ჰადსონის ინსტიტუტში“ გამართულ დისკუსიაზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ქვეყანა, პირდაპირ საერთაშორისო ტერორიზმში დაადანაშაულა. იქვე დაამატა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ეწინააღმდეგება შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვის პარალელურად, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დარტყმა, პოლიტიკური შეფასებების საგანიც გახდა, თუმცა ამჯერად, მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე გიამბობთ.
ვინ არის სინამდვილეში მამაკაცი, ვის გამოც გიორგი კანდელაკმა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველო ტერორიზმის პლაცდარმად გამოაცხადა? 42 წლის ფოლად ომაროვს, კრიმინალურ წრეებში “ფოლადას” მეტსახელით იცნობენ. ის ქურდულ სამყაროში აზერბაიჯანული კლანის წარმომადგენელია. ომაროვი საქართველოს მოქალაქეობას მართლაც ფლობს, თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ ის 1984 წელს დმანისში დაიბადა და მოზარდობის შემდეგ, იქ თითქმის არ უცხოვრია.
ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ფოლად ომაროვმა საქართველო ბოლოს 10 წლის წინ, კიევის მიმართულებით დატოვა და მას შემდეგ ქვეყანაში არ დაბრუნებულა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაშიც მითითებულია, რომ ომაროვი ევროპაში ცხოვრობდა. ის ირანიდან აშშ-ში ემიგრირებული ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებისთვის ჩეხეთში მის საცხოვრებელ მისამართზე, 2023 წლის 4 იანვარს დააკავეს და ერთი წლის შემდეგ, შეერთებულ შტატებს გადასცეს.
გიორგი კანდელაკს, რომელიც ომაროვის პერსონას იყენებს იმისთვის, რომ საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულოს, “ჰადსონის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ფოლად ომაროვი საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ არის. უცხო ქვეყნიდან დისტანციური გზით ფულის გამოძალვის, განზრახ მკვლელობაში დახმარებისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წითელი ცირკულარით წლების განმავლობაში იძებნება.
მასთან კავშირში მყოფი პირების ნაწილი სხვადასხვა დანაშაულისთვის საქართველოში მრავალ წლიან სასჯელს იხდის, ნაწილზე კი ასევე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. სამართლებრივი ფაქტებით დგინდება, რომ პირი, რომელსაც გიორგი კანდელაკი საქართველოს ხელისუფლების მფარველობის ქვეშ წარმოაჩენს, მინიმუმ ბოლო 10 წელია ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ იმყოფება და უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებამდე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო.