„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
"ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი, ეს იყო მორიგი შემოტევა საქართველოზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრობს.
დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველო მზად არის პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ "ვიღაცამ მასზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს".
"ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი, ეს იყო მორიგი შემოტევა საქართველოზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას. ასევე, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, არჩევნები გამოაცხადოს გაყალბებულად. რა შემთხვევაშიც აბსოლუტურად არ არსებობს არცერთი ფაქტი ამის და ასევე თვითგამოცხადებულად გამოაცხადოს საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად. შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.