როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა რუსთავში, სადაც რიგით მე-7 კონფერენცია ტარდება.
„მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის, კრიტიკული აზრისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის მოწოდებული, აუცილებლად ერთად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული და წინ წასული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა“- განაცხადა ლიპარტელიანმა.