„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
"ეს არის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა სამწუხაროდ, ევრონესტზე და იმის მაგივრად, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა გაფართოვდეს, ხელი შეუწყონ ამ ორგანიზაციაში ჩართული სახელმწიფოების პარტნიორობის გაღრმავებას, დიალოგს, ვხედავთ რაც ხდება", - ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
"ეს არის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა, სამწუხაროდ, ევრონესტზე და იმის მაგივრად, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა გაფართოვდეს, ხელი შეუწყონ ამ ორგანიზაციაში ჩართული სახელმწიფოების პარტნიორობის გაღრმავებას, დიალოგს, ვხედავთ, რაც ხდება. ეს პლატფორმა მთლიანად არის გადაწყობილი იმაზე, რომ მოხდეს გარკვეული შანტაჟი ჩვენს ქვეყანაზე, გარკვეული ზეწოლა და რაზე აქვთ საუბარი, როდესაც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას არალეგიტიმურ ხელისუფლებად თვლიან და თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს მორიგი გამოხტომაა მათი, იმიტომ, რომ ცდილობენ ყველანაირად, როგორღაც საქართველოში კიდევ აწიონ ტემპერატურა. ყველა ჯერზე მარცხი განიცადეს და, ბუნებრივია, ეს ასეც გაგრძელდება," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.