სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა რაინის გასართობ პარკში ფოიერვერკების გაშვების დროს მოხდა.
სამართალდამცველების ცნობით, პიროტექნიკა დაბალ სიმაღლეზე აფეთქდა, რის შედეგადაც შეკრებილი ადამიანები დაშავდნენ.