„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა...“ - რა შეემთხვა არუნ ხათრის
1762028338
დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა დიდ ბრიტანეთში, 9 პირის მდგომარეობა მძიმეა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა კემბრიჯში, ერთ-ერთ მატარებელში მოხდა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, "თავდასხმის გარემოებებისა და მოტივაციის დასადგენად" გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობს.
"თავიდან ვაგონიდან ყვირილის ხმა გავიგე, შემდეგ კი დავინახე რომ მგზავრი გარბოდა. ცხადი იყო, რომ რაღაც ხდებოდა. ზუსტად არ ვიცოდით, რა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, კაცი მირბოდა აშკარა ჭრილობით, ხელზე სისხლი სდიოდა. თავიდან ჰელოუინის ხუმრობას ჰგავდა. შემდეგ კი იყვირა, რომ ვიღაცას დანა ჰქონდა, დანით დაჭრეს. ჩანთა და ქურთქუკი ავიღე, ვცდილობდი, რაც შეიძლება შორს გავსულიყავი", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ქვეყნის პრემიერმა კირ სტარმერმა მომხდარს "ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი" უწოდა.