როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
თეთრი სახლის მიმდებარედ ათობით გასროლის ხმა გაისმა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ინციდენტის გამო თეთრი სახლის ტერიტორია სრულად ჩაიკეტა, ადგილზე კი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.
საიდუმლო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ უწყება აქტიურად იძიებს ინფორმაციას სროლის შესახებ, რომელიც მე-17 ქუჩისა და პენსილვანიის ავენიუს კვეთაზე - უშუალოდ თეთრი სახლის კომპლექსის მიმდებარედ მოხდა.
თეთრი სახლის ტერიტორიაზე მყოფი მედიის წარმომადგენლები უსაფრთხოების თანამშრომლებმა სასწრაფოდ პრესბრიფინგების ოთახში შეიყვანეს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები დაშავებულებისა თუ ეჭვმიტანილის შესახებ უცნობია.