„ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა...“ - მე-7 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა
1780987798
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობას დროებით ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებული დისციპლინური პროცედურა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასამართლოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქმის გადაცემას წევრი სახელმწიფოების სპეციალურ სესიაზე, სადაც ხანის პროფესიული მომავალი იქნება განხილული.
The Guardian-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს 21 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა კომიტეტმა კვალიფიციური უმრავლესობით დაადგინა, რომ ხანმა სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით სერიოზული პროფესიული გადაცდომა ჩაიდინა.
თავად ხანი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი იურისტია, კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას. ეს ბრალდებები პირველად 2024 წელს გაჟღერდა. შესაბამისი სარჩელი შეიტანა ქალმა, რომელიც სასამართლოს შტაბ-ბინაში, ჰააგაში ხანთან ერთად მუშაობდა.