„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამედიცინო ცენტრის დაწვის შემდეგ ებოლათი სავარაუდოდ ინფიცირებული 18 ადამიანი გაიქცა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ქალაქ მონგბვალუს საავადმყოფოს დირექტორზე, რიჩარდ ლოკუდიზე დაყრდნობით წერს.
ამჟამად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იშვიათი „ბუნდიბუგიოს“ შტამით გამოწვეული ებოლას აფეთქება გრძელდება. ექიმები ინფიცირების ასეულობით სავარაუდო შემთხვევასა და 130-ზე მეტ გარდაცვალებას აფიქსირებენ. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ამ შტამისთვის ვაქცინების დეფიციტი და რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები.
„წინასწარი მონაცემებით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა როდესაც პაციენტები ხანძრისგან თავის დასაღწევად გარბოდნენ, ებოლათი სავარაუდოდ ინფიცირებულმა 18 ადამიანმა დაწესებულება დატოვა და ახლა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან,“ - განაცხადა ლოკუდიმ.
პაციენტების გაქცევის შემდეგ, ხელისუფლებამ და მედიკოსებმა იმ ადამიანების ძებნა დაიწყეს, რომლებსაც შესაძლოა ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონოდათ.