ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პატარძალი - რა მოხდა ინდოეთში

ინდოელი სიძე-პატარძალი

 დაკარგული ინდოელი პატარძალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინდოეთის პოლიციის ცნობით, ქალი, რომელიც მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მისი ქმარი სასტიკად მოკლული იპოვეს, პოლიციას ჩაბარდა.

პოლიციის მტკიცებით, 25 წლის სონამ რაგუვანშიმ 30 წლის ქმრის მოსაკლავად მკვლელები დაიქირავა. წყვილს „თაფლობის თვე“ ჰქონდა. როგორც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, ცოლ-ქმარს კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონია. როგორც BBC წერს, ამ დროისთვის დანაშაულის მოტივი უცნობია.