VIDEO: „უარი როგორ გითხრაო და უმღერა სალოს...“ - გიორგი გაბუნია ლაშა ბასლანძის კადრებს აქვეყნებს
1762113042
მექსიკაში, ქალაქ ჰერმოსილოში მაღაზიაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შემდეგ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა უმეტესობა ტოქსიკური აირების გამო დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დაღუპულთა ახლობლებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიუსამძიმრა.
„ჩემი გულითადი სამძიმარი მათ ოჯახებსა და ახლობლებს, ვინც სიცოცხლე დაკარგა“, - დაწერა მან .
მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.