კრეტაზე მომხდარ თავდასხმას პოლიციამ „ოჯახური ვენდეტა“ უწოდა - მოკლულია 2 ადამიანი

საბერძნეთის პოლიცია

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათი დაშავდა. შემთხვევა შაბათს, პირველ ნოემბერს მოხდა. პოლიციამ მომხდარს „ოჯახური ვენდეტა“ უწოდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირება შესაძლოა, კუნძულზე 31 ოქტომბრის ღამეს სამშენებლო მოედანზე ბომბის აფეთქებასთან იყოს კავშირში.