„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
აგურ-აგურ, ჩვენ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
„დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენს წინადადებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით.
ეს მოიცავს რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დროებით გაყინვას და იმ ინსტიტუტების სანქცირებას, რომლებსაც მოსკოვი შემოსავლების მისაღებად და ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყენებს.
სანქციები მიზანში ამოიღებს მესამე ქვეყნებში მოქმედ ბანკებს, იარაღის მწარმოებლებს, ნავთობით მოვაჭრეებს, გადამამუშავებელ ქარხნებსა და კრიპტოოპერატორებს“, - აღნიშნა კალასმა.