„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
BTS-ის ახალი ალბომი უკვე ჩაწერილია, - ინფორმაცია თაყვანისმცემლებს ჯგუფის წევრმა, ჯიმინმა Weverse-ზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს გაუზიარა.
„ჩაწერა ახლახან დავასრულეთ. ალბომი შესაძლოა, მომავალ გაზაფხულზე გამოვიდეს“, - თქვა ჯიმინმა.
მანამდე BTS-ის წევრებმა თქვეს, რომ ახალი ჩანაწერის გამოშვება 2026 წლის მარტის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ალბომის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება.
ოქტომბრის ბოლოს ლეიბლში Big Hit Music, რომელიც BTS-თან თანამშრომლობს, განაცხადეს, რომ მსოფლიო ტურის ზუსტი თარიღები და დეტალები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯგუფი ტურის ფარგლებში 65 კონცერტს გამართავს.