„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
ბრიუსელს საკუთარი ფული არ აქვს. ის ჩვენს ფულს, წევრი სახელმწიფოების ფულს იყენებს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია ჩაფლული და ეს ნგრევისკენ მიმავალი გზაა.
„ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უკრაინას უნდა გადაეცეს, მაშინ როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია. ომის დაფინანსება ვალებითა და გადასახადების ზრდით სტრატეგია არ არის, ეს დანგრევისკენ მიმავალი გზაა. მშვიდობის დროა, ევროპის აღდგენის დროა!“, - წერს ორბანი.