„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთი და გერმანია ახალი გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნის ერთობლივ პროგრამაზე შეუთანხმებლობის გამო.
„უკიდურესად იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე, რომ საფრანგეთი და გერმანია ვერ აღწევენ შეთანხმებას მეექვსე თაობის ევროპული თვითმფრინავის შემუშავებაზე. რა დროის კარგვაა, რა ქედმაღლობაა“, - განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე და დასძინა: „ეს არის ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ - ვიყოთ უმნიშვნელონი საჰაერო თავდაცვის გადამწყვეტ ნაწილში, არა მხოლოდ ახლა, არამედ ათწლეულის შემდეგაც. ეს სისულელეა“.
საჰაერო საბრძოლო სისტემა, რომელშიც ესპანეთიც მონაწილეობს, მიზნად ისახავდა გერმანიის Eurofighter-ისა და საფრანგეთის Rafale-ის ტიპის გამანადგურებლების ჩანაცვლებას დაახლოებით 2040 წლისთვის. ბელგია ამ პროექტში დამკვირვებლის სტატუსითაა ჩართული.
პროგრამა მოიცავს როგორც სამხედრო თვითმფრინავს, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს და „საბრძოლო ღრუბელს“, რომელიც თვითმფრინავის სახმელეთო და თანამგზავრულ სენსორებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს.
ორშაბათს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ პარიზი და ბერლინი წყვეტენ მუშაობას გამანადგურებელი თვითმფრინავის კომპონენტზე ფრანგულ Dassault Aviation-სა და გერმანულ Airbus Defence and Space-ს შორის არსებული გადაულახავი უთანხმოების გამო.