სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზიდა.
მიღებული ტრავმებით 61 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატები მუშაობისას ძლიერ მაგნიტურ ველს იყენებენ. სწორედ ამიტომ, კვლევის წინ, აპარატის მოქმედების ზონაში რაიმე ლითონის ნივთით შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.