"არასდროს დავთანხმდები, რომ კუთვნილ დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გვაძლევდნენ, თუ ბრიუსელის ომის, მიგრაციისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკას დავემორჩილებით" - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

"არასდროს დავთანხმდები, რომ კუთვნილ დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გვაძლევდნენ, თუ ბრიუსელის ომის, მიგრაციისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკას დავემორჩილებით", - ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

როგორც ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, ის მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის 2028-2034 წლის ბიუჯეტს, რადგანაც ის უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემას ითვალისწინებს და უნგრელ ფერმერებს დააზარალებს.