ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაციით

antonio gutereshi

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ "ღრმად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაციით".

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავდასხმის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ლიბანში, ირანსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სრულად უნდა იქნეს დაცული.

"ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, წინსვლის ერთადერთი გზა დიალოგი და მოლაპარაკებებია,"- აცხადებს ის.

გუტერეში ასევე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმუშაონ დიპლომატიური გადაწყვეტილებების მისაღწევად, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.