5 და 3 წლის ბავშვები დედამ ტყეში წაიყვანა, თვალები აუხვია და უკაცრიელ ადგილას დატოვა - პოლიციამ ის უკვე დააკავა (უცხოეთი)

ბავშვები

პორტუგალიაში, 5 და 3 წლის  მცირეწლოვანი ძმები დედამ და მამინაცვალმა ტყეში მიატოვეს, მათ თვალები ახვეული ჰქონდათ,- ინფორმაციას უცხოური მედია  ავრცელებს.

ბავშვებს თან ჰქონდათ ჩანთაში ჩალაგებული გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ორი ვაშლი და ორი ბოთლი წყალი.

ბავშვებთან საუბრის შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ისინი საფრანგეთიდან იყვნენ ჩაყვანილები.

ფრანგი სამართალდამცავების ინფორმაციით, მამინაცვალს ფსიქიკური აშლილობა აქვს. პორტუგალიის პოლიციამ წყვილი დააკავა.