19 გარდაცვლილი, 70-ზე მეტი დაშავებული - პაკისტანში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანი

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კვეტაში, სარკინიგზო ლიანდაგთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ბომბი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ლიანდაგზე სამგზავრო მატარებელი მოძრაობდა. აფეთქების სიმძლავრემ ორი ვაგონის გადაბრუნება და ხანძარი გამოიწვია. მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა დაჯგუფება "ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიამ" (BLA) აიღო.